მუნ ჯე ინი: ჩრდილოეთ კორეასთან წარმატებულ მოლაპარაკებებში ტრამპს წვლილი მიუძღვის

CNN

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ჩრდილოეთ კოეასთან წარმატებული მოლაპარაკებების ხელის შეწყობისათვის მადლობას დონალდ ტრამპს უხდის.

"ჩემი აზრით პრეზიდენტი ტრამპი იმსახურებს აღიარებას ჩრილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებების წამოწევისათვის. მე მინდა გამოვხატო მადლიერება. ეს შესაძლოა ყოფილიყო აშშ-ის წინამძღოლობით შემოღებული სანქციების და ზეწოლის შედეგი."

"მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება. სამომავლოდ ჩვენი მიზანია დავითანხმოთ ჩრდილოეთ კორეა დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებებზე." თქვა მან პრესკონფერენციაზე.

მუნ ჯე ინის თქმით ის მზად არის შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ორმხირივ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად თუ პირობები შესაბამისი იქნება და მიღწევები კი გარანტირებული.

მხარეებს შორის მოლაპარაკება გუშინ დემილიტარიზებულ ზონაში შედგა. ეს 2015 წლის დეკემბრის შემდეგ მოლაპარაკებების პირველი მცდელობაა. ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დელეგაციის გაგზავნას დათანხდა.

მოლაპარაკებების დაანონსების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რომ არა ის, მოლაპარაკებები ვერ შედგებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მზად არის ჩრილოეთ კორეის ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართოს.

მუნ ჯე ინმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში მათ სანქციებს გაუმკაცრებენ.

კომენტარები