ამინდი

როგორი ამინდი იქნება 11 და 12 იანვარს საქართველოში - გარემოს სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტო

გუშინ ღამით და დღეს საქართველოში ძლიერი ქარია, რამაც პრობლემები თითქმის მთელ ქვეყანაში შექმნა. სინოპტიკოსების ცნობით, ქარიანი ამინდი დღესაც შენარჩუნდება. 

ხვალ, 11 იანვარს კი თბილისში მცირე თოვლ-ჭყაპიც არის მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ბარში +2, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვარს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლი იქნება.  

12 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.

13 – 14 იანვარს შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, 14 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს. 

კომენტარები