ვითარება გზებზე

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მოძრაობა თავისუფალია", - აღნიშნავენ უწყებაში.

აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო, გუშინ, 9 იანვარს, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები