გერმანია

გერმანია 2020 წლისთვის კარბოემისიების 40%-ით შემცირების გეგმაზე უარს ამბობს

Reuters

Reuters-ის ცნობით, გერმანიამ უარი თქვა 2020 წლისთვის 1990 წელთან შედარებით კარბოემისიების მოცულობის 40%-ით შემცირებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებას პარტიებმა კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის გამართული დიალოგის შედეგად მიაღწიეს.

ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული ალიანსი (CDU/CSU) და სოციალ დემოკრატიული პარტია (SDP) კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის დიალოგს მართავენ.

გერმანიაში 24 სექტემბერს გამართული ფედერალური არჩევნების შემდეგ მერკელის ქრისტიან დემოკრატიული კავშირი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებებს მწვანეთა პარტიასთან და თავისუფალ დემოკრატებთან აწარმოებდა, თუმცა ამ უკანასკნელის მოლაპარაკებებიდან გასვლის შემდეგ ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ დემოკრატიულ პარტიასთან დაიწყო მოლაპარაკებები. პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები გარემოს დაცვასთან და კარბოემისიების შემცირებასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა.

პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები