ყალბი ფულის დამზადება

ფინანსთა სამინისტრო: ყალბი 1-ლარიანი მონეტების დამზადებისთვის ერთი პირი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 3 000 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა დაამზადა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით გაასაღა. 

გამოძიებისა და ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს ყალბი 1-ლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყობი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე. 

კომენტარები