სააკაშვილის საქმე

კობახიძე: შეწყალების დისკრეცია პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას გაურიგდეს დამნაშავეს

ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება შესაბამისი უფლებამოსილებები, კონსტიტუციით და კანონმდებლობით. ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, თუმცა, არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება შეწყალებას: შეწყალების დროს ნებისმიერ პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია, არ არის შეუზღუდავი და არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის შეწყალების უფლების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

კომენტარები