იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ზარდიაშვილი დოლიძეზე: ხუმრობით ვულოცავ საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ

გულწრფელად ვისურვებდი, რომ ანა დოლიძემ გამიჯნოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან, მაგრამ ამაში ნამდვილად ეჭვი მეპარება ერთი მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ, მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9-წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5-წლიან მმართველობაში დევგმირია, მას, რეალურად, ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და სასამართლო ხელისუფლების ინტერესიდან და მგონია, რომ ის შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.ხუმრობით, ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ. ვერასდროს ვერ წაიკითხა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ კონსტიტუცია, ვერასდროს ვერ წაიკითხა პროკურატურის ბრალი და ვერასდროს ვერ წაიკითხა და ვერ განმარტა სწორად სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ანა დოლიძესთან მიმართებაში მე პირადად, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, პრეზიდენტის მიერ, ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნას ეხმაურება. პრეზიდენტმა დოლიძის დანიშვნის შესახებ განკარგულება დღეს გამოსცა.

კომენტარები