ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 8-14 იანვარს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 იანვარს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

9 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან, 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

11 იანვარს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში მცირე თოვლჭყაპია შესაძლებელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 იანვარს შედარებით გამოიდარებს, 13 – 14 იანვარს კი, კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები