ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან ოლიმპიურ თამაშებზე მოლაპარაკებებს დათანხმდა

Getty Images

ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებების თაობაზე სამხრეთ კორეის შეთავაზება მიიღო.

შეხვედრა 9 იანვარს საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში უნდა შედგეს. მისი ძირითადი ფოკუსი სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ კორეელი ათლეტების მონაწილეობა იქნება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ოლიმპიურ თამაშებზე გაგზავნა ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ერთსულოვნებას აჩვენებს.

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოების თქმით განხილვა ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის უერთიერთობების გაუმჯობესებასაც შეეხება.

კომენტარები