შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
"სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის 2 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს,"- წერია განცხადებაში.
შსს-ის ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მ-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 4-დან 5 წლამდე.
შსს
შსს: სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო




