პატრიარქის 85 წლის იუბილე

ექიმი: ილია II-მ თქვა, არ არის ახლა დრო და საშუალება, ზარ-ზეიმით აღვნიშნო იუბილე

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაბადების დღის აღსანიშნავად დღეს ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი არ გაიმართება. როგორც პატრიარქის ექიმმა მანანა შეროზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა ილია მეორემ თავად თქვა, რომ „არ არის ამის დრო და საშუალება, რომ მისი დაბადების დღე ზარ-ზეიმით აღინიშნოს“.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გადადებულა მიღება. უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ახლა ამის დრო და საშუალება რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნო ჩემი დაბადების დღე. ეს იყო მიზეზი რომ უწმინდესმა უარი თქვა დაბადების დღის პომპეზურ აღნიშვნაზე.

პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს აქვს  ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება, თუმცა „აქტიურად ხვდება ხალს და მილოცვებს იღებს.“ ამის შესახებ შარტავამ რუსთავი ორთან საუბრისას თქვა.

როგორც ცნობილია, პატრიარქთან მიღებაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივლენ.

ილია მეორე დღეს 85 წლის გახდა.

კომენტარები