საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: 2017 წელს გვიწევდა პრეზიდენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა

გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის დაცული. დაცვა გვიწევდა სრულიად ხელოვნურად ინიცირებული პროცესის, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. კონსტიტუცია არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ, არც მე და გამოვიყენე ვეტოს უფლება. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით, ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია, ვიდრე ველოდით. ვსაუბრობ პარამეტრებზე, თუმცა არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით.

ხურვალეთში მყოფი პრეზიდენტის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს

კომენტარები