ვითარება გზებზე

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა სპეციალურ რეჟიმში აღდგა ფარავნის უღეტეხილზეც.

კომენტარები