ნარკოტიკული დანაშაული

შსს: ამოღებულია ბუპრენორფინის შემცველი 340 აბი და 237 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 1974 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 340 აბი და 237 ნატეხი, ასევე, 3,2 გრამი "სუბუტექსის" ფხვნილი ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში.

შსს- ინფორმაციითვე, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

"ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები