პირველი არხი

პირველ არხი 513 999 ლარად კიდევ 15 ახალ მანქანას შეიძენს

პირველი არხი

პირველ არხს კიდევ 15 ახალი ავტომობილი - გერმანიაში წარმოებული, 2017 წლის „ფორდ ფიესტა“ ეყოლება. ინფორმაცია თავად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მაუწყებლის ცნობით, ტენდერის შედეგები ცნობილი დღეს გახდა. 15 ახალი მანქანა მაუწყებელს 513 999 ლარი დაუჯდება.

მესამე კლასის 15 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად პირველმა არხმა ტენდერი 2017 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა. მაუწყებლის განცხადებით, მასში 5 კომპანია მონაწილეობდა ავტომობილებზე ყველაზე დაბალი ფასი კი პირველ არხს შპს „ჯი-თი მოტორსმა“ შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ, პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.

კომენტარები