გერმანია

შობის ღამეს, ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის შტაბში მანქანა შევარდა

Reuters

შობის ღამეს, ბერლინში, სოციალ-დემოკრატების შტაბში მანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლის გარდა არავინ დაშავებულა. 58 წლის მამაკაცი მანქანაში მარტო იჯდა და შტაბის შენობას გერმანიის დროით 23:00 შეეჯახა.

მძღოლმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ ამ გზით თვითმკვლელობას ცდილობდა, თუმცა პოლიცია ცეცხლის გაჩენის განზრახვასაც არ გამორიცხავს. ოფიცრებმა მანქანაში ბენზინის ბიდონები და სანთებელა იპოვეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, გაზით დატენილი ბიდონები ანგელა მერკელის პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების, შტაბთანაც დატოვა.

კომენტარები