თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სახანძრო მიმართულებით 41-ე დადგენილება გამკაცრებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა.
"ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, როდესაც მოვედით, დავინიშნეთ და უფლებამოსილება მომეცა შევდგომოდი ჩემ საქმიანობას, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში, ზუსტად სახანძრო მიმართულებით გავამკაცრეთ არსებული დადგენილება. შესაბამისად, ყველა პროექტში, რომელიც ხორციელდება, მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.
წუხელ, დინამოს სტადიონთან, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.





