ახალი წელი 2017

5 წლის ბავშვმა გრინჩის ყურების შემდეგ პოლიცია გამოიძახა

washingtonpost.com

5 წლის ტილონ პიტმანმა How the Grinch Stole Christmas-ის ყურების შემდეგ პოლიცია გამოიძახა. 

ბავშვმა პოლიციელებს უთხრა, რომ მას გრინჩის შეეშინდა, რადგან ის შობის მოპარვას აპირებდა.

"მინდა, რომ გთხოვოთ, უყუროთ პატარა გრინჩს, იმიტომ რომ ის შობის მოპარვას აპირებს. კარგით?"- უთხრა ბავშვმა პოლიციელებს. 

სახლში ტილონის მამაც იყო, რომელმაც პოლიციელებს ბოდიში მოუხადა. 

სამართალდამცველებმა ტილონი და მისი ოჯახი პოლიციის განყოფილებაში დაპატიჟეს, მათ გადაწყვიტეს, გრინჩის დაპატიმრების სცენა გაეთამაშებინათ.

განყოფილებაში მისულ ოჯახს გრინჩი მართლაც [რეალურად კი, გრინჩის ფორმაში ჩაცმული მსახიობი] პოლიციის მანქანაში დაპატიმრებული დახვდათ. 

კომენტარები