ახალი წელი 2017

სანტამ 12 წლის ბიჭთან ერთად ილოცა, რომლის სურვილი მამის გამოჯანმრთელება იყო

faithwire.com

ტეხასში, სანტამ 12 წლის ბიჭთან ერთად ილოცა, რომლის სურვილი მამის გამოჯანმრთელება იყო.

ჯეიკობ კოკერის მამას სისხლის დაავადება აქვს, მაგრამ ექიმებს ამ დრომდე მისთვის ზუსტი დიაგნოზი არ აქვთ დასმული. მან ბოლო ორი წლიდან უმეტესი დრო საავადმყოფოში გაატარა.

12 წლის ჯეიკობმა სანტას უთხრა, რომ ის სათამაშოებითა და გართობით არ არის დაინტერესებული, მისი ერთადერთი სურვილი მამის გამოჯანმრთელებაა. 

"მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მამამისს გამოჯანმრთელებაში დავხმარებოდი. მითხრა, რომ ძალიან დიდი ტკივილი აქვს. ამიტომ მე ვილოცე მასთან ერთად და ღმერთს ვთხოვე, რომ მას დახმარებოდა" - თქვა სანტამ.

მას შემდეგ რაც ეს ისტორია ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა, შეიქმნა კამპანია, სადაც ხალხი ჯეიკობის მამის დასახმარებლად ფულს რიცხავს. კამპანიის ფარგლებში უკვე 10 000 ამერიკულ დოლარზე მეტი შეგროვდა. 

კომენტარები