NATO-რუსეთი

NATO: რუსულმა წყალქვეშა ნავებმა ატლანტის ოკეანეში სადენებთან მოძრაობა გაახშირეს

Reuters

აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალის და ნატოს წყალქვეშა ძალების მეთაურის, ენდრიუ ლენონის თქმით რუსულმა წყალქვეშა ნავებმა ატლანტის ოკეანეში წყალქვეშა სადენებთან მოძრაობა გაახშირეს.

წყალქვეშა სადენები ჩრდილოეთ ამერიკას და ევროპას ინტერნეტით და კომუნიკაციის სხვა  საშუალებებით უზრუნველყოფს. 

"ჩვენ ვხედავთ რუსულ წყალქვეშა აქტივობას წყალქვეშა სადენების სიახლოვეს, რაც, ჩემი რწმენით, ჯერ არ გვინახავს." "რუსეთი აშკარად არის დაინტერესებული ნატოს და ნატოს ქვეყნების წყალქვეშა ინფრასტრუქტურით." განაცხადა ენდრიუ ლენონმა.

საპასუხოდ ნატო ცივი ომის დროინდელი სამხედრო დანაყოფის შტაბის აღდგენას აპირებს და ამასთანავე ნატოს მოკავშირეები წყალქვშა ნავების აღმოჩენის და მათ წინააღმდეგ წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობენ.

კომენტარები