ენერგეტიკა

სემეკმა ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი გაზარდა

townnews.com

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფი გაზარდა. 

სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის აქამდე მოქმედი ტარიფი ერთი კილოვატ საათისთვის 0.872 თეთრია, 2018 წლის 1 იანვრიდან კი ის 1.323 თეთრი გახდება, ანუ 0.45 თეთრით გაძვირდება.

სემეკმა დისპეჩერიზაციის ტარიფიც გაზარდა. აქამდე მოქმედი ტარიფით, ერთი კილოვატ საათის დისპეჩერიზაცია 0.082 თეთრი ღირდა, 2018 წლის 1 იანვრიდან კი ტარიფი 0.092 თეთრი იქნება.

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 27 დეკემბერს დადგინდება, სავარაუდოდ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ტარიფის ზრდაზე გარკვეულ გავლენას იქონიებს.

სემეკმა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ყველაზე დიდი ელექტროსადგურის, ენგურჰესის ტარიფიც გაზარდა. აქამდე მოქმედი ტარიფი კილოვატ საათზე 1.496 თეთრს შეადგენდა, სემეკის გადაწყვეტილებით ის 1.818 თეთრამდე გაიზარდა

კომენტარები