დინამოს სტადიონთან, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტაბულას უდასტურებს, თუმცა კონკრეტულ რაოდენობას ვერ ასახელებს.
პირველი არხის ცნობით, დაღუპულია 3 ადამიანი.
ცნობილია, რომ 1 დაშავებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-3 სართულზე დაახლოებით 02:00 საათზე გაჩნდა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.