22-დან 25 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდს განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
"ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთასა და მაღალმთაში თოვლის სახით, 24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში - ქარბუქი, ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმი" - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.





