ტრანსპორტი

რა პროცედურები უნდა გაიაროთ, რათა 2006 წლამდე აღებული მართვის მოწმობა გამოცვალოთ

2006 წლის პირველ აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები 2018 წლის პირველ იანვარს ძალას დაკარგავს. შსს-ს მომსახურების სააგენტოში მათი რიგებია, ვისაც ახალ წლამდე მართვის მოწმობის გამოცვლის მოსწრება სურთ. უწყების უფროსი იმედა მაკასარაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ "რატომღაც ყველამ ბოლო დღეებში გადაწყვიტა, რომ შეეცვალა მართვის მოწმობა."

გაიგეთ რა პროცედურების გავლა მოგიწევთ, რათა ძველი მართვის მოწმობა გამოცვალოთ, ნახეთ ვიდეო:

საგზაო მოძრაობის კანონში აღნიშნული ცვლილება მთავრობამ 2014 წელს შეიტანა და მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება. ევრორეგულაციის მიხედვით, მართვის მოწმობები ვადიანია და მათი ეტაპობრივი განახლება მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული გადამოწმების შედეგად ხდება. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად საქართვრლოშიც მართვის მოწმობების განახლებისთვის მხოლოდ ჯანმრთელბის ცნობა - ფორმა 100 არის საჭირო.

კომენტარები