მთავრობა პარლამენტში

გახარია: ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიძიოთ, როგორ მოხვდა ჩატაევი აქ

ghn.ge

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებისას მთავარი იმის დადგენაა, თუ როგორ მოხვდნენ საქართველოში ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები. 

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამოძიების ის მომენტი, როგორ მოხვდა ეს ხალხი [ჩატაევი და სხვები] აქ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ საზღვრის დაცვის პოლიციის რეფორმის აუცილებლობის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია ესეც. თუმცა, ამ ბინაზე შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები ხდებოდა თუ არა, ეს გამოძიების თემაა და მე ამაზე ვერაფერს გეტყვით. ოპერაციის დროს, ძირითადი კრიტერიუმი და ამოსავალი წერტილი იყო მოქალაქეების უსაფრთხოების თემა. ამიტომ გაგრძელდა ეს ამდენ ხანს. რა თქმა უნდა, ეს იყო ტრაგედია. თქვენ რომ შეადაროთ მსგავსი ოპერაციები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს, საკმაოდ ნორმალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული", - თქვა გახარიამ. 

გახარიამ ეს პარლამენტში გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად თქვა. რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ. 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის და ახმედ ჩატაევის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები