გიორგი კვირიკაშვილი

კობახიძე: პრემიერის გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია

ხვალ წარედგინება პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა. გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს პრემიერმინისტრი. ამის საფუძველზე ზეგ უკვე ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება ჭორებს პრემიერის გადადგომის თაობაზე, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამას და ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ დავამტკიცებთ პრემიერმინისტრს და მთავრობის შემადგენლობას და შესაბამისად, ჭორები და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ.

კომენტარები