ვიზალიბერალიზაცია

ევროკავშირის ქვეყნები, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გამოაბრუნეს

Reuters

ტაბულამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენმა პირმა ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, 2017 წლის 28 მარტიდან - 2017 წლის 4 დეკემბრის შუალედში შენგენის ზონაში საქართველოდან 174,596 გამგზავრების ფაქტი დაფიქისრდა, საიდანაც 494, ანუ 0.3% საზღვარზე არ შეუშვეს.

ქვეყნების მიხედვით, გამობრუნებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • იტალია - 98 გამობრუნება
  • პოლონეთი - 98 გამობრუნება
  • საბერძნეთი - 68 გამობრუნება
  • კვიპროსი - 59 გამობრუნება
  • გერმანია - 45 გამობრუნება
  • უნგრეთი - 41 გამობრუნება
  • ლიტვა - 27 გამობრუნება
  • ბელგია - 15 გამობრუნება
  • ნიდერლანდები - 13 გამობრუნება
  • საფრანგეთი - 11 გამობრუნება
  • ესტონეთი - 6 გამობრუნება
  • შვედეთი - 4 გამობრუნება
  • ესპანეთი -3 გამობრუნება
  • დანია - 2 გამობრუნება
  • შვეიცარია - 2 გამობრუნება
  • ფინეთი - 2 გამობრუნება

შსს-ს განმარტებით აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის ზონაში ვიზიტის ფაქტებს ეხება, შესაბამისად მაღალი ალბათობით იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უვიზო რეჟიმით ისარგებლა 174,102-ს აღემატება.

მონაცემები 2017 წლის 28 მარტი - 4 დეკემბრის შუალედს ასახავს. 

კომენტარები