გარევაჭრობა

თბილისის მერიამ ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის თქმით, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება დაშვებული. 

საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო:

გლდანი-ნაძალადევი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;
თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი;

დიდუბე

დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების
კვეთა;

დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;

დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე-საბურთალო:

დელისის მეტროს მიმდებარედ;
მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ;
ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;
სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი-სამგორი:

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;
მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა;

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ზემოთაღნიშნულ ადგილებზე უსაფრთხოებასა და  ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

კომენტარები