აზიური ფაროსანა

ბახტაძე: ვიზიარებ იმ პათოსს, რომ ფაროსანა იყო მძიმე დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის

რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმ პათოსს, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მაქსიმალურად უნდა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო პრაქტიკით, რადგან ჩვენ პირველი ქვეყანა არა ვართ ვისაც ეს პრობლემა შეექმნა. ვფიქრობთ, ის თანხა, რომელიც არის გამოყოფილი და ის ექსპერტები, რომელიც ჩვენ დონორებმა მოგვახმარეს, პირველ ეტაპზე იქნება საკმარისი, აღვკვეთოთ ის პრობლემები, რაც ამან ჩვენ ეკონომიკაში შეგვიქმნა. მთლიანობაში ვფიქრობთ ამ პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ლარი მოვახმაროთ.

ევროპული საქართველოს წევრ ლელა ქებურიას პასუხობს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

კომენტარები