პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ვარსკვლავური ომების ევროპულ პრემიერას დაესწრნენ

Yahoo

პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ვარსკვლავური ომების ბოლო ფილმის, The last jedi (უკანასკნელი ჯედაი) ევროპულ პრემიერას დაესწრნენ, რომელიც ლონდონში, ალბერტ ჰოლში გაიმართა. 

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ფილმში ეპიზოდურ როლებსაც ასრულებენ - ისინი უცხოპლანეტელ ჯარისკაცებს განასახიერებენ.

"უკანასკლეი ჯედაი" ვარსკვლავური ომების სერიის რიგით მე-8 ფილმია. ის შეიძლება 2015 წლის Star Wars: The Force Awakens-ის გაგრძელებადაც ჩაითვალოს, რომელშიც უზენაესი ლიდერი სნოუკი გალაქტიკაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. 

რეი, რომლის როლს დეიზი რიდლი ასრულებს, ცდილობს დაარწმუნოს ლუკ სკაიუოლქერი (მარკ ჰამილი), შეუერთდეს წინააღმდეგობის ბრძოლაში და სნოუკის წინააღმდეგ ამბოხებულებს იმედი ჩაუსახოს

ვარსკვლავური ომების საგა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფრანჩაიზია. მისი შემოსავალი მილიარდობით დოლარია. ვარაუდობენ, რომ The Last Jedi ეკრანებზე გამოსვლის პირველივე კვირას 200 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ვარსკვლავური ომების მოყვარულებს "უკანასკნელი ჯედაის" ნახვა დიდ ეკრანებზე 13 დეკემბრიდან არის შესაძლებელი. 

კომენტარები