სალმონელა ბავშვთა კვების პროდუქტებში

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტში "სალმონელას" არსებობას იკვლევს

www.thesun.co.uk

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში "სალმონელას" შესაძლო არსებობის შესახებ მიიღეს შეტყობინება.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს მოკვლევას, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი", - აცხადებენ უწყებაში.

ამერიკის ხმის და CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთმა კომპანია "ლაქტაილის" (Lactail) მიერ წარმოებული ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ვაჭრობიდან ამოიღო, კერძოდ, რძისა და რძის პროდუქტები. ჩამობათვალში არის Milumel-ი, Celia და Picot-ი.

განკარგულება საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა. ვაჭრობიდან სასწრაფოდ უნდა იქნას ამოღებულ პროდუქცია, რომელიც 2017 წლის თებერვლის შემდეგ არის ნაწარმოები. კომპანია ექსპორტს აგზავნის აფრიკის, აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. არსებული ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც "სალმონელას" ბაქტერიით ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა, საქართველოც არის.

ცნობისთვის, სალმონელას ბაქტერია, ძირითადად, ნაწლავებში ცხოვრობს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს.

კომენტარები