უბედური შემთხვევა უკრაინაში

დნეპროპეტროვსკში 10 წლის ბიჭმა 2 წლის და ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

official Facebook page of Вячеслав Аброськин

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭმა 2 წლის და ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბიჭმა ხელნაკეთი იარაღი ქუჩაში სეირნობისას ნაგავსაყრელზე იპოვა, სახლში მიიტანა და თამაში დაიწყო. 2 წლის დას კი ამ იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა. 

ნაციონალური პოლიციის უფროსის, ვიაჩესლავ აბროსკინის თქმით, შემთხვევის დროს მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები