მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს თავდებში პარტია "ბატკივშინას" ლიდერი და დეპუტატები უდგებიან

pravda.com.ua

იულია ტიმოშენკო და მისი პარტიის "ბატკივშინას" დეპუტატები მზად არიან, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რადას წევრის იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ვიტალი კუპრიი, დიმიტრი დობროდომოვი, ნატალია ნოვაკი, ვიქტორ ჩუმაკი, ალიონა შკრუმი, ალექსანდრე ოპანასენკო, პაველ კოსტენკო, ეგორ სობოლევი, ივან კრულკო და ალექსეი რიაბჩინი უდგებიან.

რადას დეპუტატი ალიონა შკრუმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის თავდებში ჩადგომაზე მზაობას ფეისბუქ პოსტითაც გამოთქვამს.

"სააკაშვილი კარგ ხასიათზეა და იცინის" - წერს შკრუმი ამავე პოსტში.

ამ წუთებში კიევში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს ბრალი დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება.

კომენტარები