აფეთქება აშშ-ში

მანჰეტენზე, ავტობუსის ტერმინალზე სავარაუდოდ დეტონატორი ააფეთქეს

BBC

ნიუ იორკში, მანჰეტენზე, თაიმს სქუერთან ახლოს, ავტობუსის სადგურზე აფეთქება მოხდა.  ABC ნიუსი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ტერმინალის გასწვრივ მდებარე ქუჩაზე, სავარაუდოდ, დეტონატორი ააფეთქეს. 

BBC-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაკავებულია ერთი ადამიანი. 

პოლიციამ ნიუ იორკის მეტროს A, C და E სადგურებზე ადამიანების ევაკუაცია დაიწყო. 

Port Authority-ის ავტობუსის ტერმინალი აშშ-ის მასშტაბით ყველაზე დიდი სადგურია. ის წელიწადში 65 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. 

ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტის მცდელობა. 

კომენტარები