მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: გუშინ დადგა მაიდანი პირველად მაიდნის შემდეგ

ნახეთ, მთელი უკრაინის პოლიტიკური ლიდერები ყველა მოვიდა, ყველა და გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. არასოდეს აქ ვინმე ადამიანის გულისთვის ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. ჩემთვისაც არ გამოსულან, რა თქმა უნდა, გამოვიდნენ იმიტომ, რომ ყველაფერი ყელში ამოუვიდათ... მაგრამ გუშინ დადგა მაიდანი პირველად მაიდნის შემდეგ. ეს აღარ არის ხუმრობა, ეს არის დიდი ძალა.

კიევში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. საქართველოს ექსპრეზიდენტი რუსთავი 2-ს ტელეფონით ჩაერთო.

კომენტარები