2017 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $98 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით ნკალებია. საინტერესოა, რომ თავად 2016 წელს ენერგეტიკაში 2015 წელთან შედარებით 6%-ით ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო, 2015 წელს კი 2014 წელთან შედარებით ინვესტიციები 35%-ით შემცირდა.
ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციები 2011-2016 წლებში:
- 2011 - $203 მილიონი
- 2012 - $179 მილიონი
- 2013 - $244 მილიონი
- 2014 - $189 მილიონი
- 2015 - $123 მილიონი
- 2016 - $117 მილიონი
- 2017 (9 თვე) - $98 მილიონი
2017 წლის 9 თვეში ეკონომიკის ყველა სექტორში უცხოური ინვესტიციის სახით $1.34 მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია. ინვესტიციებში პირველ ადგილზე საქართველოს სატრანსპორტო სექტორი გავიდა.
ეკონომიკის სექტორების ათეული მათში ჩადებული ინვესტიციების მიხედვით:
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $447 მილიონი, კლება წინა წელთან 3.2%
- მშენებლობა - $241 მილიონი, ზრდა წინა წელთან 67%
- საფინანსო სექტორი - $156 მილიონი, კლება წინა წელთან 12%
- ვაჭრობა, განათლება და მომსახურება - $117 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%
- უძრავი ქონება - $116 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%
- ენერგეტიკა - $98 მილიონი, კლება წინა წელთან 18%
- სასტუმროები და რესტორნები - $75 მილიონი, ზრდა წინა წელთან 74%
- დამამუშავებელი მრეწველობა - $46 მილიონი, კლება წინა წელთან 58%
- სამთომომპოვებელი მრეწველობა - $39 მილიონი, კლება წინა წელთან 2.1%
- სოფლის მეურნეობა და თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 61%