სესიაშვილი: სააკაშვილის ექსტრადირება სამართლებრივი თემაა, პოლიტიკურ დებატს სცდება

პრობლემა, რაც უკრაინაში წარმოიქმნა, ეს არის აბსოლუტურად უკრაინის შიდა საქმე. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია და დაუშვებელია, ამიტომ ამ მხრივ ჩემი კომენტარი უადგილო იქნება. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია და პოლიტიკურ დებატებს ცდება. ის ბრალდებულია გარკვეულ დანაშაულებში, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ეს ცდება რაიმე ტიპი პოლიტიკურ დისკუსიას. შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები