კრიმინალი

ბინის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით).

კომენტარები