თბილისის მერია

თბილისის მერია: 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

ნეტგაზეთი

დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისში ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრესსამსახურის ცნობით, ტერიტორიის გადაკეტვის მიზეზი საახალწლო განათებებისა და ილუმინაციების მონტაჟია. 

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები