ფლორიდა

მეჩეთში ბეკონის დატოვების გამო ფლორიდაში კაცს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Brevard County Sherriff's Office

მამაკაცს, რომელმაც ცენტრალური ფლორიდის ერთ-ერთ მეჩეთში ბეკონის უმი ნაჭერი დატოვა, შტატის სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა იმისა, რომ ბრალდებული სასჯელს სრულად მოიხდის, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას 15-წლიანი პირობითიც ელოდება. 

37 წლის მაიკლ ვულფი მეჩეთში 2016 წლის იანვარში შეიჭრა. ფანჯრები ჩაამტვრია და შესასვლელ კართან ბეკონის ნაჭერი დააგდო. ის დაიჭირეს და ბრალდება სიძულვილის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის წაუყენეს.  

ცენტრალური ფლორიდის მეჩეთთა კავშირის ხელმძღვანელმა იმამ მუჰამედ მუსრიმ განაცხადა, რომ სასჯელის ეს ზომა მესიჯია მათთვის, ვინც მუსლიმების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.

"ჩვენი ერთადერთი სურვილია, რომ შევამციროთ სიძულვილის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები." - აღნიშნა მან.

კომენტარები