დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ისრაელის სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. BBC-ის ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით სულ მცირე 16 პალესტინელი დაიჭრა.
6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რასაც ისრაელში აშშ-ის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანა მოჰყვება. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოფიციალურად ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ღაზას სექტორში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს და ტრამპის სურათები დაწვეს.