თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ ბატონო ბოკერია, თქვენ იცით ეს თუ არა? და იცით, რა იქნებოდა შესანიშნავი ფაქტი პარლამენტის ამ შენობაში? რომ აქ დავიწყოთ ჩვენ სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის თქმა და სინდისიერი მოქმედება.იცით, რა იქნებოდა კარგი? თქვენ რომ ამ ტრიბუნაზე ამობრძანდეთ, ბოდიში მოუხადოთ სრულიად საქართველოს იმ ცხრა წლის გამო, დადოთ მანდატი თქვენი, აი, აქ და წახვიდეთ სახლში. ეს პირადად თქვენი გასაკეთებელი საქმეა, რამდენიმე დღეში აი, ამათი მინისტრები, ქართული ოცნების მინისტრები რომ არიან, თქვენთან უნდა მოვიდნენ საბრალდებო დასკვნით, რომელიც დიდი ხანია, დაწერილი უნდა ჰქონდეთ. მივმართავ ქართულ ოცნებას, როდემდე ვიცხოვროთ ჩვენ ასე, ბატონებო?
tbl.ge/2ntp
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგა ბოკერიას მიმართა.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




