ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ

შსს

სამართლადამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. თურქეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ე. ბათუმში აიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 

"სამართალდამცავებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს,  როცა მან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ 996 აბი მიჰყიდა, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით,  50,2697 გრამია." - წერია შსს-სმიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციამ  ფული და დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4   და მე-6 ნაწილით).

კომენტარები