აშშ-რუსეთი

რუსეთმა აშშ-ის მიერ დაფინანსებული 9 მედია საშუალება უცხოეთის აგენტებად გამოაცხადა

CNN

რუსეთი აშშ-ის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ 9 საინფორმაციო სააგენტოს უცხოეთის აგენტებად აცხადებს.

ამერიკის ხმასთან და რადიო თავისუფლებასთან ერთად უცხოეთის აგენტებად Current Time TV, Azatliq Radiosi, Sibir Realii, Idel Realii, Factograf, Kavkaz Realii და Krym Realii გამოცხადდნენ.

საინფორმაციო სააგენტოებს აშშ-ის მთავრობა აფინანსებს. მათმა ნახევარმა ოქტომბერში სხვადასხვა შეზღუდვების შესახებ გაფრთხილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი აშშ-ში FBI-ს მიერ Sputnik-ის ყოფილი თანამშრომლის დაკითხვას და აშშ-ში რუსული მედია საშუალებების საქმიანობის გამოძიების დაწყებას მოჰყვა.

მაშინ Sputnik-ისა და Russia Today-ს მთავარმა რედაქტორმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რომ თუ სააგენტოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება რუსეთსაც შეეძლება იგივე გააკეთოს საპასუხოდ.

კომენტარები