სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გახარია: 150 დაკითხულიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა თანამშრომლობს გამოძიებასთან

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა, განაცხადა, რომ საქმეზე დაკითხულ პირთაგან მხოლოდ მცირედი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა დაკითხეს დაახლოებით 150 პირი, ესენი გახლდათ არასრულწლოვნების მშობლები, ოჯახის წევრები, ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები, როგორც ფაქტი უნდა დავაფიქსიროთ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ძალზედ მცირე რაოდენობამ. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და როგორც სჩანს ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი", - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები