გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერი: გამოვისყიდოთ ლაღიძის წყლები და სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველმა

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს თბილისს კიდევ არაერთი ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატება განახლებული სახით. მე ვისურვებდი, რომ ლაღიძის წყლები და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა... მინდა ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, რომ იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ რომ, რა თქმა უნდა ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, იქნებ გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი, და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ტურისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან და აი ამ ადგილთან, მათთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გორგი კვირიკაშვილმა ძველი უნივერმაღის შენობაში, გალერია თბილისის გახსნაზე. პროექტი ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები