სახალხო დამცველი

96 მომხრე, 5 - წინააღმდეგი, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩიეს

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩია. 96 მომხრე, 5 - წინააღმდეგი, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია 27 ნოემბერს შეარჩია. ის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

კენჭისყრას არ დაესწრო საპარლამენტო უმცირესობა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი, ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ნინო ლომჯარიას გარდა, სახალხო დამცველობა პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს გიორგი ფოფხაძეს სურდა.

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება ხვალ, 2017 წლის 1 დეკემბერს ეწურება. 

ნინო ლომჯარია პროფესიით იურისტია. ის ჯერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა, შემდეგ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო, ბოლოს კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

კომენტარები