"ბიუოროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღების და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით", თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას აუქმებს.
"ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ" - თქვა კალაძემ.
19-ვე კომისიის შექმნის ბრძანება/განკარგულება დავით ნარმანიას მერობის პერიოდშია გამოცემული.





