თბილისის მერია

"ძაღლების გასასეირნებელი ადგილების შერჩევა" - 19 კომისია, რომელიც კალაძემ გააუქმა

Kakha Kaladze/Fb.com

"ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღების და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით", კახა კალაძემ თბილისის მერიის მიერ შექმნილი 19 კომისია გააუქმა. ყველა კომისიის/საბჭოს/სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანება და განკარგულება დავით ნარმანიას მერობის პერიოდშია გამოცემული.

გაუქმებულ კომისიებს შორის არის ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური ადგილების შესარჩევი სამუშაო ჯგუფი, ასევე, საახალწლოდ, "თბილისის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების" ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია. თბილისის ახალმა მერმა გააუქმა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფიც. 

გაუქმებული კომისიები

  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია;
  • თბილისის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია;
  • თბილისის მერიის სისტემის, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასაწარმეო იურიდიული პირების და მერიის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწაროების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისია;
  • თბილისის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი;
  • თბილისის ტერიტორიაზე ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური ადგილების შესარჩევი სამუშაო ჯგუფი;
  • თბილისის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია;
  • თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფი;
  • თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანისას, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კომისია;
  • თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭო;
  • თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისია;
  • თბილისის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანატებზე გადასვლის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია;
  • თბილისში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი ჯგუფი;
  • მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭო;
  • 2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი კომისია;
  • თბილისში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
  • ე.წ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების წინადადების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
  • თბილისის მერიის სისტემაში და თბილისის მინიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და გამართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფი;
  • თბილისის მერიასა და "ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს საქართველოს ფილიალს" შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, ინსპექტირების სამუშაო ჯგუფი;

კომენტარები