სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

R2: მოგვაწოდეს სპეცოპერაციის ფოტო, რომელზეც ჩატაევის ფეხის პროთეზი ჩანს

რუსთავი

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ სანდო წყარომ მიაწოდა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გადაღებული ფოტო, რომელზეც ISIS-ის ერთ-ერთი მებრძოლის ახმედ ჩატაევის სხეულის ნაწილები და პროთეზი ჩანს. კურიერის ცნობით, აღნიშნული ფოტო გამოძიების საქმის მასალებში დევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". აქამდე უცნობია მოკლულების ვინაობა. რაც შეეხება დაკავებულს, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. 

უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, ISIS-ის მებრძოლი, აშშ-ის მიერ ტერორისტთა საერთაშორისო სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი მოკლეს, რასაც საგამოძიებო უწყებები არც უარყოფენ, არც ადასტურებენ. გუშინ კი, სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ "არის ეჭვი, რომ დაღუპულებს შორის ახმედ ჩატაევიცაა".

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

კომენტარები